მომავალი ჩვენია
Sunday, 18 April 2021
Thursday, 8 August 2019
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
შპს ხულოს წმიდა აბუსერისძე ტბელის სახ. სკოლა.
პედაგოგ ლიანა კუდუხაშვილის მიერ პედაგოგიური კვლევის პრეზენტაცია
თემა: "მოსწავლეთა მიერ ქცევაზე პასუხისმგებლობის გაძლიერების გზებისა და საშუალებების განსაზღვრა"
პედაგოგ ლიანა კუდუხაშვილის მიერ პედაგოგიური კვლევის პრეზენტაცია
თემა: "მოსწავლეთა მიერ ქცევაზე პასუხისმგებლობის გაძლიერების გზებისა და საშუალებების განსაზღვრა"
პირადი
61009025322
მოსწავლეთა მიერ ქცევაზე პასუხისმგებლობის გაძლიერების
გზებისა და საშუალებების განსაზღვრა
/საკუთარი
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში/
შპს ხულოს აბუსერისძე ტბელის სახელობის სკოლის მათემატიკის
მასწავლებელი
ლიანა კუდუხაშვილი
2018-2019 სასწავლო წელი
შინაარსი
თავი I.
გვერდი
1.
თემის
აქტუალობა -------------------------------------------------------------------- 3
2.
კვლევის მიზანი ---------------------------------------------------------------- 4
3.
კვლევის
მეთოდები
---------------------------------------------------------------- 4
4.
საკვლევი
კითხვები
------------------------------------------------------------ 4
5.
ლიტერატურია
ანალიზი ------------------------------------------------------------ 5
6.
მონაცემთა
შეგროვება და ანალიზი
----------------------------------------------- 9
დიაგრამა
1
------------------------------------------------------------------------- 10
დიაგრამა
2
------------------------------------------------------------------------- 12
დიგრამა
3
------------------------------------------------------------------------ 13
დიადრამა
4
------------------------------------------------------------------------- 14
დიაგრამა
5,6
--------------------------------------------------------------------------- 15
ცხრილი
#1
------------------------------------------------------------------------- 16
თავი II.
7 ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება ( I- V ინტერვენცია) ----------- 18
8
ეტაპზე ჩატარებული ინტერვენციების შეფასება და კვლევების დაგეგმვა --- 24
9
ინტერვენციები II ეტაპზე (VI—XV ინტერვენცია)
-------------------------- 25
10
ინტერვენციების შედეგების
შეფასება --------------------------------------------- 37
11
დასკვნები და რეკომენდაციები
---------------------------------------------------
38
12
კვლევის
მეთოდების პრეზენტაცია ---------------------------------------------------
40
13
კვლევის
შედეგების გაზიარება
--------------------------------------------------- 41
14
გამოყენებული
ლიტერატურა
----------------------------------------------------- 41
15 რეფლექსია
-------------------------------------------------------------------------- 42
თავი I.
შესავალი
1. თემის
აქტუალობა
პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევისათვის, საკვლევი
თემის ძიება არ დამჭირვებია. სასწავლო წლის დასაწყისიდანვე,
ჩემს წინაშე დადგა პრობლემა, რომელსაც ხანგრძლივი პედაგოგიური მუშაობის პერიოდში არ შევხვედრივარ. თავდაპირველად გაურკვეველ ვითარებაში ჩავარდი:
,,უარი ვთქვა?“ ,,გადავცვალო ? ‘’
...
თითქოს მშველელად მომევლინა საკუთარი გულისთქმა; ,, -აკი
პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავ, პატარა
დაბრკოლებამ დაგაფრთხო? უნდა შეძლო ! ‘’
ძალა მოვიკრიბე და გადავწყვიტე მეპოვნა გამოსავალი.
ეს ადვილი არ იყო, არც პრობლემა იყო პატარა და შევუდექი გაუმჯობესების გზების ძიებას, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევით. მადლობა ვინც ეს აქტივობა მოიფიქრა.
ასეთი განწყობით დავიწყე მუშაობა.
სასწავლო წლის დასაწყისში პირველად შევედი X კლასში მათემატიკის მასწავლებლად.
წინა წლის მონაცემების გაცნობით:
კლასი დამაკმაყოფილებლად ხასიათდებოდა ქცევით, სწავლით, იყვნენ
სწავლაში წარჩინებულებიც. დავიწყე გაკვეთილი, მაგრამ სიმშვიდე მალე გაქრა. უმეტისი
დრო მოსწავლეთა ქცევის მოწესრიგებას მიჰქონდა.
ჩემს ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოვიყენე, მაგრამ ამაოდ, კვლავ ცუდად ან საშუალოდ
სწავლობენ, ცუდად იქცეოდნენ..
-ნუთუ ამას განზრახ აკეთებენ?-ეს კითხვა თავიდან
მოვიშორე და დავიწყე მიზეზების
ძიება.
კლასში 5 მოსწავლე გადმოვიდა სხვადასხვა სკოლიდან, ასაკობრივმა თავისებურებებმაც იჩინა
თავი.
ძიების
სფეროდ ფსიქოლოგიური და სოციალური მიზეზები მივიჩნიე.
თუ ამ მიზეზებს ვიპოვიდი, მისი აღმოფხვრაც აღარ იქნებოდა ძნელი
და კლასში გაკვეთილზე შექმნილ სიტუაციაც განიმუხტებოდა.
ჩემი გადაწყვეტილება
გავაცანი კოლეგებს, ძირითადად იმათ, ვინც ამ კლასში ასწავლის და დირექციას, ისინიც
შეწუხებულები იყვნენ კლასში ქცევის მდგომარეობით, რადგან ყველგან ისე იქცეოდნენ, როგორც
ჩემთან. თუკი ვიპოვიდი ვითარების შეცვლის საშუალებებს,
ეს სხვა საგნის პედაგოგებისთვისაც სასარგებლო იქნებოდა.
ჩემმა იდეამ
მხარდაჭერა მშობლების
მხრიდანაც ჰპოვა. ისინიც შეწუხებულები იყვნენ,
რომ მათი შვილების გაკვეთილზე ქცევის გამო ხშირად იყო საუბარი, ხედავდნენ საშიშროებებს,
რომ ეს შეიძლებოდა გაგრძელებულიყო გაკვეთილის მიღმაც.
აღიარებენ, რომ დროული, როგორც თვითონ ამბობენ ,,ღონისძიების
გატარება“ საჭირო იყო.
ცხადია,
,,ღონისძიების გატარებაში“ შედეგს ვერ
ვხედავდი, ამიტომ დავიწყე კვლევა კოლეგების, მშობლების და მოსწავლეების მხარდაჭერის გათვალისწინებით.
2. კვლევის მიზანი:
მოსწავლეთა მიერ საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის
გაძლიერების გზებისა და საშუალებების განსაზღვრა.
3. კვლევის
მეთოდები
რაოდენობრივი
მეთოდები-სტრუქტურირებული ანკეტირება, დახურული ანონიმური გამოკითხვა.
თვისობრივი
მეთოდები: დაკვირვება აღწერითი, შერჩევითი, ინტერვიუ.
4. საკვლევი კითხვები:
·
რა
არის X კლასის
მოსწავლეთა მიერ საგაკვეთილო პროცესში შეუფერებელი
ქცევის მიზეზები?
·
რამდენად
აქვთ მოსწავლეებს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა
საკუთარ ქცევაზე?
·
რატომ
იწვევს მოსწავლეთა ქცევა მასწავლებლის უკმაყოფილებას?
·
რამდენად
შევძლებ კვლევას ეთიკის ნორმების იმგვარად დაცვას, რომ თავიდან ავიცილო უხერხული სიტუაციები
და მოვიპოვო რესპოდენტთა მხრიდან ნდობა, შეგროვებული მონაცემები იყოს ზუსტი.
·
როგორ შევარჩევ X კლასელებისთვის საკუთარ პასუხისმგებლობაზე
გაძლიერებისათვის ისეთ გზებსა და საშუალებებს,
მიდგომებს, რომლებიც მათი მხრიდან მხარდაჭერილი
იქნება?
·
რამდენად
მივაღწევ ისეთ შედეგს, რომ სხვებისათვის გასაზიარებლად სასარგებლო იყოს?
5. ლიტერატურის
ანალიზი
კოლბერგი ( 1981წ)
მორალური განვითარების თეორია.
კოლბერგის თეორიიდან
ჩემი კვლებისათვის მნიშვნელოვანად მივიჩნიე მორალური
განვითარების მეორე დონე: კონვენციური.
კრძოდ:
პიროვნებათა შორისი კომფორტულობა-ორიენტაცია
,,კარგი გოგო/კარგი ბიჭი“ (ქცევას განაპირობებს სხვების მოწონება და სხვებისთვის სიამოვნების მინიჭება)
სისტემის
მიმართ პასუხისმგებლობა - ორიენტაცია ,,კანონი
და წესრიგი“ (წესების დაცვა, ავტორიტეტის პატივისცემა,
სოციალური წესრიგის შენარჩუნება)
საერთო მახასიათებელი: თუ სხვებს კარგი წარმოდგენა ექნებათ ჩემზე, შესაბამისად, მეც კარგი წარმოდგენა
მექნება საკუთარ თავზე. გადამწყვეტია, რომ
მოზარდს ამ ასაკში ვასწავლოთ დამოუკიდებლობა და თანატოლების ზეწოლისაგან თავის დაღწევა.
გარდნერის მრავალმხრივი
ინტელექტის თეორია(1983წ)
საინტერესო
მიგნება იყო ჩემთვის მათემატიკურ-ლოგიკური ინტელექტის მქონე ადამიანების დამახასიათებელი
მინიშნებები. ამ ტიპის ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ აბსტრაქტული პრობლემების გადაჭრის,
მათემატიკური და მეცნიერული პროცესების გაგების უნარი. მათ თავიდანვე შეუძლიათ რიცხვებით მანიპულირება, პრობლემების გადაწყვეტა,
ანალიტიკური აზროვნება, ისინი კარგად ახერხებენ მონაცემების ინტერპრეტაციას, ცხრილების
დალაგებას. პრაქტიკულ კვლევასა და წვდებიან აბსტრაქტულ მიმართებებს. ისინი ,,ძლიერები“
არიან მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში, ეს ინდივიდები კარგად ართმევენ
თავს ექსპერიმენტებს, კვლევის დაგეგმვას, თვითონ აკეთებენ აღმოჩენებს. მოსწონთ სტრატეგიული თამაშები.
ამ მახასიათებლებიდან ინტერვენციისთვის გამოვიყენებ
პრობლემის გადაწყვეტას, ცხრილების დალაგებას, თვითონ გააკეთონ ,,აღმოჩენები“,
სტრატეგიულ თამაშებს.
პერკინსი (1932)-- თეორია ერთი.
გასათვალიწინებლად
მივიჩნიე შემეცნების ისეთი პირობების გათვალიწინება, როგორიცაა
გამოხმაურება:
რჩევები და შეფასება, რათა მოსწავლემ უკეთეს
შედეგს მიაღწიოს, ძლიერი შინაგანი და გარეგანი მოტივაცია: დამაჯილდოვებელი აქტივობები
ან დავალებები, რომლებიც თავისთავად საინტერესოა
მოსწავლისისათვის, ან ეხმარება მას
სხვა მიზნების მიღწევაში.
ბანდურა(1989წ) ,მიშელოვო
(1973წ), სოციალურ-კოგნიტური თეორია
გასააზრებლად გავითვალიწინე მოსაზრება,
სხვა ადამიანზე დაკვირვების შედეგად ქცევის
რთული ნიმუშების
ათვისების უნარი. ამ უნარის საშუალებით
ადამიანებს შეუძლიათ განჭვრიტონ ქცევის შესაძლო შედეგი (სხვის მაგალითზე) და თვითონ აიცილონ არასასურველი
შეცდომები.
ესა თუ
ის ქცევა
ბავშვმა შეიძლება აითვისოს, იწავლოს, მაგრამ მოხდება თუ არა ათვისებული ქცევის განხორციელება-ეს დამოიდებულია ქცევის მოსალოდნელ
წახალისებაზე, დასჯაზე.
სწავლების ბიჰევიორისტული მიდგომა--სკინერი
(1989წ)
ამ თეორიიდან გავიზიარე ადამიანის ქცევის ჩამოყალიბებაში გარე ფაქტორებისა
და იმ გამოცდილების მნიშვნელობა, რომელსაც
იგი სოციალურ გარემოში იძენს. ინსტრუმენტულ
სწავლას საფუძვლად უდევს ორგანიზმისა აქტიური მოქმედებები გარემოში. თუ შემთხვევითი
მოქმედება სასარგებლო აღმოჩნდება , მისი განმტკიცება მოხდება მიღწეული შედეგით.
ქცევა
შეიძლება იყოს ორი სახის: სასიამოვნო ან უსიამოვნო. სასიამოვნო შედეგის შემთხვევაში ქცევის გამეორების ალბათობა იზრდება,
ხოლო უსიამოვნო შედეგი ამცირებს ქცევის ალბათობას ანუ სწავლა არ ხორციელდება.
სწავლის
ორი გზა არსებობს: ან სასიამოვნო შედეგი უნდა მოჰყვეს სასურველ ქცევას, ან ბოლო --მიიღოს ამ ქცევის უსიამოვნო შედეგი.
როგორც კი მოსწავლე რაიმე კარგ უნარს შეიძენს, მასწავლებელმა უნდა დაანახოს, რომ ეს უნარი სასარგებლოა, წაახალისოს.
დიმიტრი უზნაზე - შრომები თბილისი
1967წ.
დიდი ფსიქოლოგის
ყველა მოსაზრება სახელმძღვანელოა, მაგრამ ჩემს კვლევებთან მიმართებაში ყურადღება გავამახვილე ,,აღზრდის
ტრაგედიაზე“. მოსწავლე და მასწავლებელი
ერთმანეთს უნდა უგებდნენ და ერთმანეთს ენდობოდნენ.
რობერტ ჯ მარზანო: კლასის მართვა2003წ.
გავიზიარე საკითხი ,,მოსწავლის პასუხისმგებლობა კლასის მართვაზე“. კერძოდ: პასუხისმგებლობის განვითარების კატეგორიები:
ა)თვითმონიტორინგისა და კონტროლის სტრატეგიები, ბ)კოგნიტური სტრატეგიები.
თვითმონიტორინგისა
და კონტროლის სტრატეგიები: საკუთარ ქცევაზე დაკვირვება, დაკვირვების შედეგების რაიმე
ფორმით ჩანიშვნა, ამ ჩანაწერის შედარება თავდაპირველ კრიტერიუმთან და საკუთარი წარმატების
აღიარება.
კოგნიტური
სტრატეგები: მოსწავლის აზრების განხილვა ქცევასთან
მიმართებაში, ქცევის შედეგების გაანალიზება. ალტერნატიული ქცევის
შეფასება და ყველაზე ეფექტური ქცევის შერჩევა..
თემის აქტუალობასთან მიმართებაში საყურადრებოდ მივიჩნიე შემდეგი:
,,მიუხედავად იმისა, რომ კლასში მოსწავლეთათვის პასუხისმგებლობის სწავლების აუცილებლობა კვლევებით დასტურდება, ასეთ
სწავლებას სასკოლო გარემო ხშირად ვერ უზრუნველყოფს.(გვ.36)
მოსწავლის
ქცევაზე, მისივე პასუხისმგებლობის უნარის ჩამოყალიბებაზე
ნაკლები ზრუნვა, შეესაძლოა გარკვეულწილად განპირობებულია იმ ფაქტით, რომ კლასის მართვის კომპონენტებმა (წესები და პრივილეგიები, დისციპლინის გაუმჯობესებაზე
მიმართული ღონისძიებები, მასწავლებლის ურთიერთობა მოსწავლებთან, მენტალური მზაობა)
მოსწავლეთათვის პასუხისმგებლობის განვითარება არ შედის.
რეკომენდაციად მივიღე ბროფის (1996წ) რჩევები: თუ მასწავლებელს სურს
ჩაწვდეს პასუხისმგებლობის გრძნობის აღზრდის
სფეროს, შემდეგ კომპონენტებზე უნდა გაამახვილოს
ყურადღება: 1)მოსწავლეებთან ახლო ურთიერთობა, იმაზე მეტი, რაც სასწავლო პროცესის წარმართვისთვისაა
საჭირო. 2)გაატარეთ სკოლის გარეთ გარკვეული დრო მოსწავლეებთან
და მათ მშობლებთან ერთად. 3) სცადეთ ჩაწვდეთ და გაუმკლავდეთ იმ პრობლემებს,
რაც წლების განმავლობაში დაგროვდა. 4) შეიძლება
მოგიწიოთ კამათი ადმინისტრაციასთან. 5) წააწყდეთ შემთხვევას, როცა მოსწავლე ან ოჯახი იმედგაცრუებულია.
არსებობს პროგრამა, ბათისტიჩი (1991წ) და სხვა რომლებიც
მოსწავლეების პასუხისმგებლობას სხვადასხვა საქციელ ეხება--თვითრეგულაციის უნარის განვითარება.
ბავშვის
განვითარების პროექტი ბეარი (1998)--ყურადღებას პროსოციალურ ქცევაზე ამახვილებს:
პრობლემის
გადასაჭრელად პროსოციალური უნარების გამოყენება. პროგრამა დაწყებითი კლასებისათვის
(მური1992) საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის განვითარება- მე შემიძლია პრობლემის გადაჭრა
და სხვა.
რეკომენდაციიდან
ინტერვენციისთვის ავირჩიე ,,საკლასო შეხვედრები.“ (საკითხების განხილვა- მიღწეული
შედეგი) პასუხისმგებლობის ლექსიკის დაუფლება; პასუხისმგებლობის აღება კლასში უფლებების
დაცვით, წერილობითი თვითმიზანი, თვითმონიტორინგისა და კონტროლის სტრატეგიები, საკუთარ
ქცევაზე დაკვირვება. ამ რეკომენდაციას მივუსადაგე
ჩემი იდეა ,,ჩეკლისტების“ მეთოდის გამოყენებაზე.
სელესტენ ფრენე ,,პედაგოგიური
ინვარიანტები (1996წ) გავიზიარე მესამე
ინვარიანტი ,,სკოლაში ბავშვის ქცევა დამოკიდებულია
მის ფსიქოლოგიურ განწყობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“.
ინვარიანტი11. ნებისმიერ ადამიანს სურს მიაღწიოს წარმატებას,
იმედის გაცრუება აბრკოლებს საქმეს და კლავს ენთუზიაზმს“.
ზენკოვსკი-პედაგოგიკა-პარიზი1995წ
განხილულ საკითხთებიდან
ყურადღება მივაქციე კლასის დაყოფას სოციალურად აქტიურ, სოციალურად პასიურ მოსწავლეებად.
ფსევდო სოციალურად აქტიურები არიან არასასურველი
ქცევის შემომტანნი. დაკვირვების შედეგად ხშირად ასეთი ტიპის მოსწავლეები ჭარბობენ კლასში, მათ დიდი გავლენა აქვთ. ვითარების
გაუმჯობესებას, ისევ მათი გავლენის გამოყენებით შევძლებ.
კვალიფიკაციათა ეროვნული ჩარჩო
2012,2015
ზოგადი განათლების
საბაზო და საშუალო საფეხურის მახასიათებლები ითვალისწინებენ, საკუთარ სწავლასა და ქცევაზე
პასუხისმგებლობის აღებას. კვლევის დასაწყისში ვისარგებლე 2010წლის ჩარჩოთი. კვლევის
დასრულებამდე გავიცანი ახალ 2014.10.04 ჩარჩოს
და კიდევ უფრო გავამყარე
კვლევის საჭიროება.
6
მონაცემთა
შეგროვება და
ნალიზი
I.
კვლევის
მიზანი: რამდენად
განასხვავებენ საკუთარ ქცევას როგორც
მიუღებელს, როგორც მისაღებს.
კვლევის მეთოდი:
ანკეტური გამოკითხვა, ანალიზი, ინტერვიუ
ა) ჩემი ქცევა მიმაჩნია მისაღებად,
ბ) ჩემი ქცევა მიმაჩნია მიუღებლად,
გ) ამაზე არ
მიფიქრია;
კვლევის ობიექტი--X კლასი,
17 მოსწავლე
კვლევა ჩატარდა --- 2018წ 18 ოქტომბერს
დიაგრამა№1
ა) ბ) გ)
ა) მისაღები
ქცევა 24%;
ბ) მიუღებელი
ქცევა 18%;
გ) არ მიფიქრია
58%
კვლევის
შედეგების ანალიზი: მოსწავლეთა უმეტესობა არ
ფიქრობს თავისი ქცევის შედეგზე, ანუ მისაღები იქნება თუ მიუღებელი.
შეხვედრაზე, შედეგები გავაცანი, აღნიშნულის მიზეზად დასახელდა ის, რომ ამ საკითხზე არასოდეს არ უსაუბრიათ
არავისთან; ჩაღრმავებული ინტერვიუთი სურათი
ასეთია: ,,მისაღები“-ა ქცევა რომელიც მასწავლებლებს მოსწონთ, მიუღებელია ქცევა რომელიც მასწავლებლებს
არ მოსწონთ.
კვლევის
შედეგებს გავითვალისწინებ იმისათვის, რომ ამგვარი შეხედულება შევცვალო.
II.
კვლევის მიზანი: დადგენა იმისა, თუ პირადი თვისებების შესწავლისას,
რა ადგილი უჭირავს პასუხისმგებლობას.
კვლევის მეთოდი:
ანკეტური გამოკითხვა, ანალიზი, ინტერვიუ.
კვლევის ობიექტი
-
X კლასი, 17 მოსწავლე
კვლევა ჩატარდა
2018წლის 26 ოქტომბერს
ინსტრუქცია: გთხოვთ მონიშნოთ ცხრილში ,,დიახ“
ან ,,არა“
პირადი
მახასიათებლები
|
დიახ
|
არა
|
გულკეთილი
|
|
|
ფეთქებადი
|
|
|
მოსიყვარულე
|
|
|
კრეატიული
|
|
|
გულწრფელი
|
|
|
შრომისმოყვარე
|
|
|
პასუხისმგებლიანი
|
|
|
ყურადღებიანი
|
|
|
კვლევის შედეგები დავამუშავე
კომპიუტერული პროგრამით.
დიაგრამა №2 პასუხისმგებლიანია 3, არ არის
პასუხისმგებლიანი 14.
ა) დიახ პასუხისმგებლიანი ---18% ბ)არა --82%
კვლევის შედეგი: ,,პასუხისმგებლიანი“ მიიჩნევს მხოლოდ 18% მოსწავლე, ე.ი. მოსწავლეთა
უმრავლესობას 82% თავის პირად თვისებად
,,პასუხისმგებლიანი“ არ მიაჩნია.
III.
კვლევის
მიზანი: გაკვეთილზე საკუთარი
ქცევის გაკონტროლების (მართვის) უნარის ხარისხის დადგენა.
კვლევის
მეთოდი: გამოკითხვა (შეგიძლიათ ანონიმური იყოთ)
კვლევის ობიექტი: X
კლასის მოსწავლეები
კვლევა ჩტარდა:
2018წ 4 ნოემბერი
კითხვები: გაკვთილზე საკუთარ
ქცევას ვაკონტროლებ, ვმართავ
ა) დიახ;
ბ) არა ; გ) ეს ჩემი მოვალეობა არ არის.
დიაგრამა №3
ა)დიახ 28%
ბ)არა 20%
გ) ეს ჩემი მოვალეობა არ არის. 58%
კვლევის შედეგი: მოსწავლეთა უმრავლესობა თვლის, რომ გაკვეთილზე საკუთარი ქცევის გაკონტროლება მისი მოვალეობა არ არის.
დიგრამა 3 გაცნობის შემდეგ , დიალოგის დროს გაირკვა, რომ მოსწავლეთა ქცევის მართვა
და გაკონტროლება მასწავლებლის მოვალეობაა.
IV.
კვლევის მიზანი: მშობელთა შეხედულება
შვილის პასუხისმგებლობაზე.
კვლევის მეთოდი- სტრუქტურირებული ინტერვიუ;
კვლევის ობიექტი:
X
კლასის მოსწავლეთა მშობლები, 17- მოსწავლის მშობელი;
კვლევა ჩატარდა:
21.11.2018წ
სტრატეგიული
ინტერვიუს კვლევა:
1)მიგაჩნიათ, რომ თქვენი
შვილი ოჯახურ საქმეს ეკიდება პასუხისმგებლობით?
ა) დიახ; ბ) არა; გ)თავს შევიკავებ;
დიაგრამა №4
ა) დიახ -53%;
ბ) არა--25% ; გ) თავს შევიკავებ--18%;
2) დაინტერესებულ
ხართ თუ არა, რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდება
თქვენი შვილი საშინაო დავალების შესრულებას
დიაგრამა №5
ა)დიახ
42%; ბ) 26%, გ)თავს შევიკავებ 26%
3) თვლით თუ არა საჭიროდ,რომ თქვენი შვილის პასუხისმგებლობა საკუთარი ქცევის მიმართ გასაუმჯობესებელია?
დიაგრამა
№6
ა) დიახ---70%, ბ) არა-- 18 % გ) თავს
შევიკავებ -- 12%
კვლევის
შედეგების ანალიზი: მოსწავლეები ოჯახურ საქმეებს
ეკიდებიან პასუხისმგებლობით, თუმცა დიალოგით გაირკვა, რომ ამის მიზეზი უფროს-უმცროსობის ტრადიციაა ოჯახში.
საშინაო დავალების შესრულებით უმეტესობა არ ინტერესდება.
შვილის პირადი პასუხისმგებლობის გაძლიერებას საკუთარ
ქცევაზე საჭიროდ მიიჩნევს უმრავლესობა.
V კვლევის მიზანი; როგორია მოსწავლეთა რეაგირება --თანაკლასელის გაკვეთლის
პროცესში ქცევაზე?
კვლევის მეთოდი:
დაკვირვება;
კვლევის ობიექტი--Xკლასი, 17 მოსწავლე;
კვლევის ჩატარების დრო: 10-15 დეკემბერი, 2018წ.
პროცედურა: მოსწავლეებს ვთხოვ, რომ ერთი კვირის განმავლობაში
დაკვირვებიდან ერთმანეთის ქცევას გაკვეთილზე
და შეევსოთ ცხრილი.
ცხრილი №1
|
მახასიათებლები
|
დიახ
|
არა
|
ა)
|
გაკვეთილზე თანაკლასელის
მიუღებელი ქცევა მაღელვებს
|
21%
|
79%
|
|
გაკვეთილზე თანაკლასელის მიუღებელი ქცევისადმი
ვარ გულგრილი
|
79%
|
21%
|
გ)
|
გაკვეთილზე თანაკლასელის
მისაღები ქცევით აღფრთოვანებული ვარ
|
46%
|
54%
|
|
გაკვეთილზე თანაკლასელის
მისაღები ქცევისადმი ვარ გულგრილი
|
54%
|
46%
|
კვლევის შედეგებმა
შემაშფოთა, კვლევის შედეგების განხილვისას ვეცადე ჩავწდომოდი მიზეზებს. გავარკვიე, რომ ,,არ უნდა აწყენინონ მეგობარს, თორემ არ მოსწონთ’’, ,,ახალგადმოსულ მოსწავლეებს თავს აწონებენ-მაგარი
ბიჭი ვარო,“ ,,აღფრთოვანების გამოხატვაც უჭირთ,
რადგან მიჩვეულები არიან ამ მოსწავლისაგან ,,კარგ“ ქცევას. კვლევის პროცესი სასარგებლო
აღმოჩნდა, თუ აქამდე გულგრილობა მეტი იყო, შევნიშნე, რომ თანდათან ეს გულგრილობა ჩანაცვლდა მთავარით ,,შენიშვნებით“.
VI.კვლევის მიზანი: გარკვევა იმისა, თუ პირადი პასუხისმგებლობის ამაღლებისათვის
მუშაობის განსახორციელებლად რამდენად მექნება მოსწავლეთა მხარდაჭერა.
კვლევის მეთოდი : ესე
კვლევის ობიექტი: Xკლასი,17 მოსწავლე.
კვლევა ჩატარდა:
20.12.2018წ
კვლევის პროცედურა: მოსწავლეებს შევთავაზე პრეამბულა:
ყოველთვის მინდოდა მეცადა, რამდენად შვძლებდი განმეხორციელებინა სწავლება ,,სიყვარულით
გავასწოროთ ერთმანეთის შეცდომა-შეცოდებანი.“ ამისი სურვილი
გამიძლიერდა ახლა, გამოვხურავ კარს--ერთად
ვრჩებით მე, თქვენ და გაკვეთილი. აქ კი ჩემეული
ხედვით ყველაფერი რიგზე ვერ არის. იქნებ შევძლოთ შევცვალოთ და შემოვბრუნდეთ წარმატებისკენ.
მე თქვენ დაგეხმარებით, თქვენ მე და იქნებ გამოგვივიდეს
უკეთესად.. ვგეგმავ, ვაპირებ, მაგრამ
უთქვენოდ არაფერი გამოვა, რამდენად
მექნება თქვენი მხარდაჭერა!
ეს იოლი
არ იქნება, დაგჭირდებათ დამატებითი დროის დახარჯვა,
ფიქრი, რაღაცის დატოვება, რაღაცის შეძენა. მირჩიეთ როგორ მოვიქცე, დავიწყოთ თუ შევჩერდეთ.
ესეები ძალიან საინტერესო გამოვიდა. მოსწავლეები სერიოზულად
მოეკიდნენ ჩემს პრეამბულას. მომცეს რჩევები,
წინადადებები, სურვილები, ერთმა ესეც კი დამიწერა:
,,არ ვიცოდი, ასეთი თუ იყავით“. მხარდაჭერას კი ყველა დამპირდა. ორმა დასრულა ასე ,,წავედით.....“
თავი II.
7. ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება
ინტერვენცია
I.
საკლასო შეხვედრა: “რა არის პასუხისმგებლობა?“
შეხვედრა
ჩატარდა გაკვეთილის შემდეგ. საკითხმა და მუშაობის ფორმამ დააინტერესა მოსწავლეები.
დაესწრო ყველა, აკლდა მხოლოდ ერთი ბავშვი ჯანმრთელობის მგდომარეობის გამო. დაესწრო
კლასის დამრიგელები და ერთი მასწავლებელი,
რომელიც ამავდროულად მშობობელიც არის.
შეხვედრის აღწერა: შეხვედრის თითოეულ მონაწილეს დაურიგდა
სამუშაო ფურცელი, რომელზეც დახაზული იყო „ორმხრივი ჩანაწერის დღიური“, ინსტრუქციით:
გთხოვთ, მარცხენა მხარეს, შეხვედრის მსვლელობაში ჩაინიშნოთ თქვენთვის საინტერესო საკითხი.
დასრულების შემდეგ მარჯვენა მხარეს ჩაინიშნეთ კომენტარი. შეგიძლიათ წამოადგინოთ ან
გააგრძელოთ კომენტარის გაკეთება თქვენივე ხედვით.
შეხვედრამ მოსალოდნელზე
მეტი დაინტერესებით ჩაიარა.
ბევრი ახალი
რამ გავვიგეთ მე და ჩემმა მოსწავლეებმა, სხვა მონაწილეებმაც. საკლასო შეხვედრაზე განხილული
საკითხები:
·
ცნება „პასუხისმგებლობა“.
·
თვითრეგულაცია.
·
რა ვუყოთ ემოციებს?
·
,,რაც შენთვის გინდოდეს, სხვასაც ის გაუკეთე.’’
·
სხვა ადამიანების გრძნობების პატივისცემა
·
უფლება, თავისუფლება, მოვალეობა, თანასწორობა.
·
ცნება: „საფრთხე“ - „უსაფრთხო“
·
მსჯელობა: „ მე მაქვს უფლება, მაგრამ სხვასაც ხომ აქვს
უფლება?“
ინტერვენცია II
ადამიანში ადამიანობის გამოვლენა
ფორმა: როლით თამაში
ესწრება ყველა
მოსწავლე, ჩავატარეთ გაკვეთილის შემდეგ.
შესავალი
: ადამიანის ცხოვრებას აქვს ორი მხარე: ერთი შინაგანი, უხილავი, რომელსაც შეადგენს
სულიერი თვისებები: აზრი, ფიქრი, განზრახვა,
სურვილი, მიდრეკილება.
მეორე- გარეგანი,
ხილული რომელსაც განეკუთნება: ლაპარაკი, მოძრაობა და ა.შ.
ყოველგავარი საქციელი დამოკიდებულია შინაგან თვისებებზე.
თუ კი ადამიანს ნამდვილად გონიერი, სათნო და კეთილისმყოფელი სული აქვს, ეს მის ყოველ
ნაბიჯში გამოჩნდება: გამოხედვაში, სიარულში,
ხმაში, ღიმილსა თუ სხვადასხვა მიმართებაში.
ამგვარ სულში ყველაფერს კეთილსახიერი შეხედულება
მიუღია და მისი გონება ჩაკეტავს ყველა შესასვლელს ბოროტ და სამარცხვინო ზრახვებისათვის.
გვასწავლის წმიდა გაბვრიელ ეპისკოპოსი.
როლით თამაშის
პირობა: გთხოვთ,
1) წამოადგინეთ ადამიანის შინაგანი თვისება: გამოხედვით,
სიარულით, ხმით, ღიმილით, მისალმებით, გვერდზე ჩავლით.
2) გამოიცანით
რომელი შინაგანი თვისება წარმოადგინა .
3) დავფიქრდეთ
რა გაგვახსენდა ?
როლით თამაშმა, დიდი მხიარულება გამოიწვია, თითქმის
ყველა გამოიცნეს. გაახსენდათ: „კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების“ , „ სუფთა გული შეჰქმენი ჩემში ღმერთო“
აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია შეგონებამ, „ კაცის საქმენი
ისეთივეა, როგორის არის მისი სულიუერი თვისებები“
(იყო მოსაზრება:“მე კარგი გული მაქვს, საქმე არ მივარგა თორემ....“ „ზოგჯერ იმას ვაკეთებ რაც არ მინდა -ამიტომ სულიერი
თვისებას არაუშავს, მაგრამ ვამჟღავნებ ცუდად“ და ა.შ.)
დასასრულს
შევთანხმდით, რომ თუ გვსურს
ჩვენი ცხოვრება წარმატეული იყოს, უნდა ვიზრუნოთ სულის კულტურის ამაღლებაზე. რას გულისხმობს ადამიანში ადამიანურობის გამოვლენას,
რომ იგი იყოს, არა მარტო მატარებელი სიკეთისა
და სილამაზისა, არამედ მარადიული ღირებულების მთესველიც.
ინტერვენცია III
„როგორ ვხედავ საკუთარ თავს- როგორ მხედავენ სხვები“
ესწრებოდა კლასის
ყველა მოსწავლე , ჩატარდა გაკვეთილების შემდეგ
აღწერა: მოსწავლეებს დაურიგდათ სამუშაო ფურცელი ინსტრუქციით
ა) გთხოვთ ერთ
ფურცელზე დაწეროთ თქვენი დახასიათება , მეორე
გვერდზე კი ერთ-ერთი თანაკლასელის.
ბ) წაიკითხავთ თქვენს დახასიათებას, შემდეგ მოისმენთ
თუ სხვა როგორ გახასიათებთ.
იმსჯელეთ- როგორ ხედავ საკუთხარ თავს, როგრო გხედავს
სხვა. რას გაიზიარებ, რას გამოასწორებ, რას
გაითვალისწინებ , რას უარყოფ.
ინტერვენცია
წარიმართა აქტიურობით. იყო მღელვარება. არ მოველოდი, თუ ასერთი განცდებით აღიქვამდნენ
იმას თუ რას დაუწერდნენ მეგობრები. სხვისი
დახასითება იყო არჩევითი, ამიტომ ზოგიერთს რამდენიმემ დაუწერა დახასიათება. არავინ,
ასეთი ოთხი მოსწავლე გამოჩნდა, რაც ძალაიან განიცადეს, შევეცადე დამემშვიდებინა და
შევთავაზე მე ვიქნები თანაკლასელის როლში და დაგიწერთ დახასიათებას-მეთქი. ჩემი შეთავაზება
არ მიიიღეს. თვითონ ვეცდებით შემდეგში ჩვენზეც დაწერონო, ალბათ ვერ დავიმსახურეთო.
ძალიან გამახარა ამ გადაწყვეტილებ და შევაქე. შევნიშნე,
რომ ინტერვენციის შემდეგ მოსწავლეები საოცრად სერიოზულნი და დაფიქრებუილნი იყვნენ.
მოსწავლეებს ვთხოვე: სახლში დაეწერათ ელექტრონულად საკუთხარი
ავტობიოგრაფია და ერთ-ერთი თანაკლასელის ბიოგრაფია, გაეგზავნათ ერთმაენთისთვის და დასკვნა
თვითონ გაეკეთებინათ. ეს დავალება ვერ შეასრულა
ხუთმა მოსწავლემ, რადგან ინტერნეტთან
ტექნიკურ ბაზაზე მყარი წვდომა არ ჰქონდათ
და შეასრულეს კლასში.
ინტერვენცია IV
თვითშეფასებით შკალა
ესწრებოდა ყველა მოსწავლე , ჩატარდა გაკვეთლების შემდეგ
აღწერა: მოსწავლეებს დაურიგდათ სამუშაო ფურცლები ინსტუქციით:
გთხოვთ, შეავსოთ თვითშეფასების შკალა, როზემბერგის მიხედვით და სურვილის შემთხვევაში წამოადგინეთ
ცხრილი №2
|
|
ვეთანხმები
|
ნაწილობრივ ვეთანხმები
|
არ ვეთანხმები
|
1
|
მთლიანობაში კმაყოფილი
ვარ საკუთარი თავით
|
|
|
|
2
|
ზოგჯერ მეჩვენება,
რომ ჩემში არაფერი კარგი არ არის
|
|
|
|
3
|
ჩემი აზრით, მე გამაჩნია
რამდენიმე კარგი თვისება
|
|
|
|
4
|
საქმეს ისე ვერ ვართმევ
თავს, როგორც ადამიანების უმრავლესობა
|
|
|
|
5
|
მე არც ისე ვამაყობ
საკუთარი თავით
|
|
|
|
6
|
ზოგჯერ თავს დაუცველად
ვგრძნობ
|
|
|
|
7
|
მე ვფიქორ, რომ არავიზე
ნაკლები არ ვარ
|
|
|
|
8
|
მსურს უფრო მეტად ვცემდე
პატივს საკუთარ თავს
|
|
|
|
9
|
მე საკუთარ თავს უიღბლოდ
მივიჩნევ
|
|
|
|
10
|
მე პოზიტიურად ვარ
განწყობილი საკუთხარი თავისადმი
|
|
|
|
ორი
მოსწავლის გარდა, ყველამ მათგანმა წამოადგინა თავისი თვითშეფასება, ორმა თავი
შეიკავა, თუმცა შემდეგ მსჯელობაში აქტიურად ჩაერთნენ, სამსჯელო გახდა მე-2 და მე-8
მახასიათებლები
ჩემთვის აღმოჩენა იყო , რომ მოსწავლეები საკუთარი თავის
პატივისცემაში ხედავდნენ კარგ და კეთილ, როგროც
თვითონ თქვეს „წესიერ“, საქციელს.
ინტერვენცია V
“სარკევ, მიპასუხე“
ესწრებოდა ყველა მოსწავლე , ჩატარდა გაკვეთლების შემდეგ
თქვენ გაწუხებთ ის, თუ როგორ გამოიყურებით?
1)
როცა
თქვენ სარკეს ჩაუვლით, აკვირდებით საკუთარ გარეგნობას?
ა) არასოდეს,
ბ) ზოგჯერ,
გ) ყოველთვის;
2)
თქვენ
მიდიხართ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, ტანისსამოსს
გამოიცვლით?
ა) ერთხელ,
ბ) სამჯერ,
გ) ჩვიდმეტჯერ;
3)
რა
დრო გჭირდებათ რომ მოემზადოთ სკოლაში წასასვლელად?
ა) 10 წთ,
ბ) 20 წთ,
გ) 2 სთ;
4)
საღამოზე
შეხვდით ძველ ნაცნობს, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ. რას ეტყვით მას?
ა) რა კარგია
რომ ისევ შეგხვდი?
ბ) იპოვე ისეთი სამსახური, როგორიც გინდოდა?
გ) სად შეიძინე ეს ფეხსაცმელი?
5)
საღამოზე
თქვენ სპორტულად ჩაცმული მიხვედით, იქ კი ყველანი ელეგანტურად ჩაცმული დაგხვდათ თქვენ:
ა) ვერ შეამჩნევთ,
ბ) შეამჩნევთ, მაგრამ არ მიაქცევთ ყურადღებას;
გ) წახვალთ
სახლში და გამოიცვლით;
6)
თქვენ
გაქვთ მნიშვნელოვანი შეხვდრა ადამიანთან რომელიც მოგწონთ, წინასწარ გეგმავთ რა უნდა
ჩაიცვათ, მაგრამ ბობლო წუთებში შეიტყვეთ რომ თქვენი სამოსი თქვენ ძამას /დას ჩაუცვამს
თქვენ:
ა) საჩქაროდ შეარჩევთ რაიმეს სხვას ,
ბ) ბევრ დროს დაკარგავთ რაიმე ახლის შესარჩევად,
გ) დარჩებით სახლში ცუდი განწყობით;
7)
თქვენ
უნდა შეხვდეთ უცნობ ადამიანს, შეხვედრისას ხედავთ რომ მას საშინლად აცვია. თქვენ:
ა) არაფერს არ იფიქრებთ,
ბ) იფიქრებთ რომ ბოლო მოდაა,
გ) მობრუნდებით და წახვალთ სახლში;
8)
საღამოზე
ვიღაც პიროვნება გაგაცნეს, მისი ჩაცმულობა არ მოგეწონათ თქვენ
ა) ეცდებით გაიგოთ როგორი პიროვნებაა,
ბ) იფიქრებთ, რომ მას ასეთი გემოვნება აქვს,
გ) მოუბოდიშებთ და იპოვით სხვა თანამოსაუბრეს;
9)
მნიშვნელოვანია
თქვენთვის ადამიანის გარეგნობა?
ა) მნიშვნელობა არა აქვს,
ბ) ძალიან მნიშვნელოვანია,
გ) ყველაზე მნიშვნელოვანია;
აღწერა: მოსწავლეებს დაურიგდათ სამუშაო ფურცლები ინსტუქციით:
გთხოვთ, შემოხაზეთ თქვენთვის მისაღები პასუხები და შეაჯამოთ
რამდენი პასუხია ა), რამდენი
პასუხია ბ), და რამდენია გ);
ტესტის გასაღები მოგეწოდებათ დასრულების შემდეგ,
მსჯელობა: რამდენად ვიზიარებ ტექსტის შედეგებს.
პასუხების უმრავლესობამ შეადგინა (გ ), ე.ი. მოსწავლეებს უმეტესობას ძალიან აღელვებთ, როგორც საკუთარი,
ისე სხვისი გარეგნობა, შეიძლება იმიტომ ნერვიულობენ, რომ ვერ ხვდებიან რა ხდება მათ
შინაგან სამყაროში.
ვისაუბრეთ,
რომ ადამიანი ჩაცმით არ ფასდება, რომ მთავარია
კოხტად ეცვას და შინაგინი ბუნებით იყოს ლამაზი.
8. პირველ
ეტაპზე ჩატარებული ინტერვენციების შეფასება
ხუთი ინტერვენციის ჩატარების შემდეგ , კათედრის სხდომაზე
კოლეგებს გავაცანი გაწეული საქმიანობა. დეტალურად აღვწერე მსვლელობა .
კოლეგებმა აღნიშნეს: დადებითად მიაჩნიათ, რომ ინტერვენციის
შემდეგ არ მივმართე „ ჭკუის დარიგებას“ და მოსწავლეებს მივანდე. თვითონ ეფიქრათ და
თვითონვე გადაეწყვიტათ. ამასთან მითხრეს, რომ გადაწყვეტილების მიღებაზეც ჩამერთო ინტერვენციები
და ზეგავლენის შესახებაც.
აზრთა სხვადასხვაობა
გამოიწვია ინტერვენციის ჩატარების დრომ. მართალია, მოსწავლეები თავისი სურვილით რჩებოდნენ
და აქტიურადაც იყვნენ ჩართულკები, მაგამ ზედმეტ
გადატვირთვად მიიჩნიეს, მით უმეტეს მე საგნის
მასწავლებელი ვარ და არა დამრიგებელი.
პასუხისათვის
მოვიშველიე ლიტერატურის ანალიზიდან ბროფის
რეკომენდაცია, თუ მასწავლებელს აინტერესებს პასუხისმგებლობის გრძნობის აღზრდის
სფერო, ყურადღება უნდა გაამახვილოს კომპონენტზე: მოსწავლესთან ახლო ურთიერთობა იმაზე
მეტი, რაც სასწავლო პროცესის წარმართვისათვის არის საჭირო.
ამასთან კოლეგების შენიშვნებიც გავითვალისწინე ნაწილობრივ და შევიტანე
ცვლილებები ინტერვენციების ჩატარების გარემოსა და დროში.
რომელი ინტერვენციაც საშუალებას იძლეოდა დავგეგმე საგაკვეთილო პროცესში. მაგ: გადაწყვეტილების მიღება თვითომონიტორინგისა
და კონტროლის ჩანაწერების გააკეთება. მოსწავლეებთან შეთანხმებით დავნიშნეთ დამატებითი
შეხვედრები, რომელსაც მოსწავლეებმა ,,ხუთშაბათის შეხვედრები“ უწოდეს. დრო შევარჩიეთ ტრაპეზის შემდეგ (ჩვენს სკოლაში ტრაპეზი
ყველასათვის უფასოა და ვიკვებებით ცხელი კერძებით)
9. კვლევების
დაგეგმვა, ინტერვენციის
II ეტაპი
(VI-XV ინტერვენცია)
ინტერვენცია VI .
„ ჩეკლისტის
„ მეთოდი
ინტერვენცია
განხორციელდა სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლის მიერ.
აღწერა:თვითმონიტორინგისა და კონტროლის სტრატეგიად გამოვიყენე
„ჩეკლისტი“, მოსწავლეებს ავუხსენი მისი დანიშნულება:საკუთარ თავზე დაკვირდება.
შედეგი: სასურველი ქცევით სიამოვნების განცდა, უსიამოვნო
ქცევისადან განშორება.
გავაცანი
ჩემს მიერ მომზადებული ,,ჩეკლისტი’’, რომელიც ორიენტირებულია სოციალურ-ემოციურ სფეროზე.
განვიხილეთ, თუ რაიმეს დამატება ან შემცირება
სურდათ, შეეძლოთ ცვლილებების შეტანა. შევთანხმდით
საბოლოო ვერსიაზე.
მოსწავლეები ,,ჩეკლისტის“ ფორმას შეავსებდნენ 2 კვირის განმავლობაში
და შემდეგ შეაფასებენ სასიამოვნო/უსიამოვნო
ქცევისადმი დამოკიდებულებას.
მოსწავლე----------
ქცევის ,, ჩეკლისტი“
ინსტრუქცია: აღნიშნეთ
ნიშნით v-ის უნარი, რომელსაც, რეგულარულად ამჩნევთ, დასვით
ნიშანი N
თუ ამ უნარზე დაკვირვების საშუალება არ მოგეცათ
|
||||||
ემოციური ქცევები
|
||||||
ბრაზს უფრო მეტად გამოხატავს სიტყვებით, ვიდრე ნეგატიური
ქმედებით
|
|
|
||||
რთულ და სახიფათო სიტყუაციაში ინარჩუნებს სიმშვიდეს
|
|
|
||||
სიყვარულს გამოხატავს სხვების მიმართ
|
|
|
||||
აქვს მოთმინების
უნარი
|
|
|
||||
სოციალური ქცევები
|
||||||
ჯგუფში მუშაობს ჩართულობით
|
|
|
||||
ეხმარება სხვებს სიტყვბით,
საქმით, აღელვების გარეშე
|
|
|
||||
ურთიერთობის დროს ავლენს
შინაგან კულტურას
|
|
|
||||
კონფლიქტის დროს შეუძლია
გაიგოს, რას განიცდის სხვა
|
|
|
||||
არის ემპათიური
|
|
|
||||
სასაუბრო ენა
|
||||||
უფროსებსა და თანაკლასელებს
მიმართავს თავაზიანად
|
|
|
||||
სვამს შეკითხვას, რომელშიც
ავლენს ცოდნას, დაინტერესებას
|
|
|
||||
გამოცდილება
|
||||||
თავის გამოცდილებას
სწავლაში იყენებს წამატებით
|
|
|
||||
თავის გამოცდილებას
შრომით საქმიანობაშ უზიარებს სხვებს
|
|
|
||||
„ჩეკლისტის“
მეშვეობით განხორციელდა დაკვირვება კონკრეტულ
ქცევებზე, იგი დეტალურ ინფოტმაციას არ მოიცავდა, მაგრამ მოსახერხებელი გამოდგა იმით
, რომ მონაცემთა შეგროვება არ იყო დროში შეზღუდული, ჩაწერა შეიძლებოდა ნებისმიერ დროს,
ნებისმიერ სიტუაციაში.
„ჩეკლისტის“ შედეგებს გავეცანი ძირითადად ინდივიდუალურად,
მხოლოდ ორმა გამოთქვა სურვილი წყვილებში განგვეხილა. მოსწავლეებმა შეიძინეს თვითმონიტორინგის
განხორციელების უნარი და საკუთარი ქცევის კონტროლი. სიხშირის მიხედვით გაანაწილეს საკუთარი
ქცევა და გააკეთეს დასკვნა.
ინტერვენცია VII
„გადაწყვეტილების ხე“
ინტერვენცია განხორციელდა საწავლო პროცესში
აღწერა: მოსწავლეებს გავაცანი მეთოდი „გადაწყვეტილების
ხე“ შევთავაზე ფორმა სამუშაო ფურცლით. გზადაგზა ვანხორციელებდი ფასილიტაციას. რამდენიმე
მცდელობის შემდეგ დამოუკიდებლად ასრულებენ
ცხრილი
№3
პრობლემა
|
|||
პრობლემის გადაჭრის
მიმართულებები დადებითი და უარყოფითი ფაქტები
|
პრობლემის გადაჭრის
მიმართულებები
|
||
გადაწყვეტილების
I
მიმართულება
|
გადაწყვეტილების
II
მიმართულება
|
გადაწყვეტილების
III
მიმართულება
|
|
+
|
|
|
|
-
|
|
|
|
გადაწყვეტილება
|
ინტერვენციის
„გადაწყვეტილების ხე“ თავდაპირველი პრობლემა
მათემატიკას უკავშირდებოდა. მოსწავლეებთან კავშირით აღმოჩნდა , რომ იყენებდნენ
პირადი პრობლემის შემთხევვაშიც. ინტერვენციის
დაგეგმვაში შევიტანე ცვლილება და კიდევ ჩავრთეთ სხვა იმტერვენციები გადაწყვეტილების
მიღებასთან დაკავშირებით.
ინტერვენცია VIII
„მედალი“
მონაწილეობს ყველა მოსწავლე. განხორციელდა სასწავლო
პროცესში, ერთ-ერთი აქტიობის ფორმით.
ინსტრუქცია: გთხოვთ სამუშაო ფურცელზე მოცემული ფორმა
შეავსოთ, შეეცადეთ დაასაბუთოთ დამაჯერებლად.
ცხრილი №4
„მედალი“
|
|
ერთი მხარე
|
მეორე მხარე
|
გადაწყვეტილება
და მოქმედება,რომელზეც მე ვფიქრობ...
|
|
ეს გადაწყვეტილება
რომ მიმეღო, მაშინ შედეგი დადებითი იქნებოდა
|
ეს გადაწყევტილება რომ მიმეღო, მაშინ შედეგი უარყოფითი
იქნებოდა
|
|
|
ინტერვენცია ეფექტური აღმოჩნდა. იგი დავაკავშირე გაკვეთილის
მიზანთან: წრეწირის სიგრძისა
და წრის ფართობის
ფორმულების მიღების აღწერა და გააზრება, გამოყენება ამოცანების ამოსახსნელად.
რომ არ გამოგვეყენებინა
წესიერ მრავალკუთხედში ჩახაზული და შემოხაზული
წრეწირის რადიუსების ამ მრავალკუთხედის გვერდით გამოსახვის ფორმულები, ვერ მივიღებდით წრეწირის სიგრძისა და ფართობის ფორმულებს.
მოსწავლეებმა აღნიშნეს , რომ მართლაც „ორი მხარე“ გამოიყენეს-
გაკვეთლზეც და ცხოვრებაშიც.
ინტერვენცია IX.
„რა ვთქვი და რა ვიფიქრე“
ესწრებოდა ყველა მოსწავლე. ჩატარდა გაკვეთლებსი შემდეგ.
ინსტრუქცია:
ა) შევავსოთ
სამუშაო ფურცელზე მოცემული ცხრილი.
ბ) გავმართოთ მსჯელობა წამოჭრილ პრობლემასთან დაკავშიორებით.
პრობლემად შენ
შეარჩიე შენი ან სხვისი.
(მსჯელობის
წესები ხომ გახსოვთ)
„რა ვთქვი, რა ვიფიქრე“ როცა დავკარგე საკუთარი თავსი კონტროლი?“
მე ვთქვი გულში
|
მე ვიფიქრე
ჩემს შესახებ
|
|
|
ინტერვენციის
მსვლელობაში თვითონ მოსწავლეებმა შიეტანეს ცვლილება „ მე ვთქვი გულში“ ჩაანაცვლეს - „ მე ვთქვი...“
საოცარი გულახდილობის
ატმოსფერო შიექმნა. აღნიშნეს ,,მე ვთქვი“.....
მაგრამ შედეგების შესახებ არც მიფიქრია; მე ვთქვი
და მერე გვიან ვიფიქრე ჩემს შესახებ. ვერაფერს
ვეღარ შევცვლიდი.
ერთ-ერთმა მოსწავლემ დასვა შეკითხვა: როცა სკოლაში მოვდივარ, მე უკვე ვარ განწყობილი
იმისათვის, რომ რაღაც დისონანსი შევიტანო გაკვეთლზე. ან შეკითხვა დავსვა, ან თანაკლასელს
წავეკამათო, ან კიდევ.... რატომ მემართება ასე?
ეს პრობლემა გახდა მსჯელობის თემა, ბავშებმა „ ბრძნული“ რჩევები მისაცეს, ერთმა რომელიც
მეტ-ნაკლებათ არ იოქცეოდა კარგად, ისეთი
„ჭკვიანური“ რჩევები მისცა, რომ თვითონაც გაეცინა,“ ნეტავი ჩემთვისაც მერჩია ასეო...
მაგრამ ამაზე აქმამდე არც მიფიქრიაო, მადლობა
ბაბუას ეს რჩევები მან მასწავლა, მაგრამ მე არ ვითვალისწინებდი და ახლა
სად გამომადგაო“
ინტერვენცია X
ტესტი „ რა დოზითაა ჩემში აგრესიულობა?“
ესწრებოდა ყველა მოსწავლე ერთის გარდა, ჩატარდა გაკვეთილებსი
შემდეგ
ინსტრუქცია: გთხოვთ, შეავსოთ ტესტი ყოველ დადებით პასუხში
დაწერეთ 1 ქულა, უარყოფითში კი
0 ქულა .
ტესტის გასაღებს
მიიღებთ ტესტის დასრულების შემდეგ:
1.მოთმინების უნარს ადვილად კარგავთ?
2. როცა ვიღაცას პრინციპულად არ ეთანხმებით,ჩხუბზე გადადიხარ?
3. გეჩვენებათ,რომ სხვებს თქვენი შურს?
4. რაიმეს ჯიბრით გაკეთება
გსიამოვნებთ?
5. ძალას ლოგიკაზე მაღლა აყენებთ?
6.გარეშმყოფის მიმართ ხშირად უხეშობთ?
7.საშინელებათა საბრძოლო ჟანრის
ფილმებს ხშირად უყურებთ?
8.გიყვარს სხვების აბუჩად აგდება?
9. არსებობს ადამიანი რომელსაც ვერ იტანთ?
10 შეგიმჩნევიათ,რომ გარეშემყოფები, თავს ხშირად გარიდებენ?
11.ყოფილა შემთხვევა, გაბრაზებულს რაიმე დაგილეწავთ?
12 მიგაჩნიათ,
რომ ზოგი დანაშაულისათვის სიკვდილით დასჯა აუცილებელია?
13. ვინმე ხშირად
დაგისჯიათ?
(ყოველი დადებითი პასუხი-1 ქულა, უარყოფითში
-0ქულა)
5-13 ქულა: აგრესიისადმი საოცარი მიდრეკილება გაქვთ.
0-4 ქულა: გარეშემყოფებისადმი კეთილგანწყობილი ხართ.
ტესტის დასრულების შემდეგ გაირკვა,რომ მოსწავლეებში
აგრესიის დონე მაღალია.
დიალოგის დროს გამოიკვეთა, რომ ეს მონაცემები
სულაც არ მოსწონთ.
წავიკითხეთ შეგონებები და ვიმსჯელეთ. ,,ავსა კაცსა ავი სიტყვა, ურჩევნია სულსა გულსა,“ ,,რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“, ,,რაიცა
სთესოს კაცმა, იგიცა მოიმკის“
, ,,ნუ ათქმევინებ შენს ბაგეებს ისეთ სიტყვას,
რომ ცოდვაში ჩაიგდო თავი.“ ,,დავის დასაწყისი გაშვებული წყალია, ვიდრე არ აფეთქებულა,
შეწყვიტე ცილობა“ და ა.შ.
ინტერვენცია XI
“ შეგიძლიათ თუ არა მოსმენა?“
ესწრებოდა ყველა მოსწავლე, ჩატარდა გაკვეთილების შემდეგ.
ინსტრუქცია:
გთხოვთ ა) უპასუხოთ შეკითხვებს და წამოადგინოთ
ბ) რაზე დაფიქრდი?
1.ცდილობთ თუ არა შეაწყვეტინოთ ლაპარაკი თანამოსაუბრეს,
თუ საუბრის თემა არ გაინტერესებთ?
2.გაღიზიანებთ თუ არა თანამოსაუბრის მანერები?
3.შეძლება თუ არა თანამოსაუბრის არასწორმა გამოთქმამ
თქვენი გაღიზიანება ან უხეშობა გამოიწვიოს?
4.ერიდებით თუ არა უცნობთან საუბრის გაბმას?
5. ერთვებით ხოლმე თანამოსაუბრეს ლაპარაკში?
6. ხშირად მოთმინებით
უსმენთ მოსაუბრეს?
7. იცვლით თუ არა ხმის ტონს და სახის გამომეტყველებას
იმის მიხედვით, თუ ვინ არის თქვენი მოსაუბრე?
8. ცვლით თუ არა საუბრის თემას, თუ მოსაუბრე თქვენთვის
არასასურველს შეეხება?
9. შეგიძლიათ თანამოსაუბრეს არასწორად წარმოთქმული სიტყვა შეუსწოროთ?
10. გაქვთ თუ
არა ქედმაღალი ტონი თანამოსაუბრის მიმართ?
გაიმართა
დიალოგი, ბავშვებმა აღნიშნეს, რომ ამ საკითხზე
დაფიქრება გვმართებსო, აშკარად მოიკოჭლებდნენ. აღიარეს უფროსებთან მეტ-ნაკლებად ვცდილობთ თავშეკავებას, მაგრამ
თანატოლებთან
ურთიერთობაში უფრო თავისუფლები არიან.
ბოლოს გაკეთდა
დასკვნა: საჭიროა გავზარდოთ ჩვენში მოსმენის კულტურა.
ინტერვენცია XII
„სავარჯიშოები არჩევანით“
ესწრებოდა ყველა მოსწავლე, ჩატარდა გაკვეთილების შემდეგ.
ინსტრუქცია:შემოთავაზებული სავარჯიშოებიდან შეასრულეთ
ერთ-ერთი თქვენთვის სასურველი
·
მე
კმაყოფილი ვარ იმით, რომ ...
·
ადამიანი
რომელსაც პატივს სცემ? რატომ ?
·
ერთი
ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში
·
ჩემი
10 საუკეთესო თვისება
რჩევა : დააფიქსირეთ და ჩაწერეთ ის რაც კარგად გამოგდით,
ის რაც სასარგებლოა თქვენთვის, სხვისთვის, ის რითაც ამაყობთ.
„კეთილი საქმეები
ჩემს მიმართ სხვისი დახმარებით“
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
„კეთილი საქმეები,
რომელიც მე გავაკეთე საკუთარი თავისთვის „
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შეხვედრაზე მოსწავლეებს
მოეწონათ ის ფაქტი, რომ არჩევანში თავისულები
იყვნენ. დაწერეს თემები, წაიკითხეს,
გულახდილად ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ როდესაც სხვას ეხმარებიან
თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ, მოსწონთ. საკუთარი თავისთვის კეთილი საქმეებიც, დადებითად
მიაჩნიათ.
ინტერვენცია XIII.
„ მშობელი და შვილები“
ესწრებოდა ყველა მოსწავლე, ჩატარდა
გაკვეთილების შემდეგ.
ინსტუქცია: გთხოვთ, შეავსოთ სქემა და შეასრულოთ დავალება. კონფლიქტს
შვილებსა და მშობლებს შორის იწვევს მშობლის სურვილის შეუსრულებლობა. გავარკვიოთ, რას ითხოვს მშობელი შვილისაგან და შეიძლება
თუ არა მათი შესრულება. სქემაზე შესაბამის გრაფაში, ფურცლებით დაამაგრეთ მონაცემები.
რას ითხოვს
მშობელი
|
შესრულებადია
მოთხოვნა
|
მოთხოვნა, რომელიც
ვერ შესრულდება
|
მე რომ მშობელი ვიყო
რას მოვითხოვდი
შვილისაგან?
|
|
|
|
|
სქემას ანალიზს გაუკეთებს სამი ექსპერტი მოსწავლე. მოსწავლეები მოცემული დავალების შესაბამისი სურვილის მიხედვით, ფიქრებს ხმამაღლა
აცნობდნენ ერთმანეთს.
შვილები მშობლის
მოთხოვნებს, თუ სიყვარულითაა ნათქვამი, თხოვნას
სიამოვნებით ასრულებენ, მაგრამ ბრძანებზე ცუდად რეაგირებენ.
ინტერვენციას XIV
„ შეიწყნარეთ ნერგი სიტყვისა“
ჩატარდა სადამრიგებლო საათზე, კლასის დამრიგებელთან
ერთად. ესწრება ყველა მოსწავლე.
ადამიანებს
არაფერი აქვთ სიტყვაზე მეტად პატიოსანი და გასაფრთხილებელი, სიტყვა ენით
გამოთქმული----გონება მსახურია, რაც ადამიანს სურს, სიტყვაც ამასვე გამოხატავს ხოლმე.
გონიერი
სიტყვა სასარგებლოა სულისათვის. ცარიელი, უსაგნო სიტყვა არის წარმონაშობი
ამაოდ დამშვრალი ადამიანებისა და არავითარ სარგებლობას
არ მოიტანს.
,,ყოველი ხე მისი ნაყოფით იცნობება, იმიტომ რომ არც ეკალზე კრეფენ ლეღვს და არც
ნალისაგან მოისთვლიან ყურძენს „
,,კაცს თავისი
გულის კეთილი საუნჯიდან გამოაქვს კეთილლი სიტყვა,
ბოროტ კაცს თავისი გულის ბოროტი სალაროდან ამოაქვს ბოროტი,რადგან გულის სისავსისაგან
მეტყველებს მისი ბაგე“
„ერთი და იმავე
ბაგეთაგან გამოვა კურთხევაცა და წყევლაც, არ უნდა იყოს ეს ასე, განა ერთი და იმავე
წყაროს თვალიდან ამოჩუხჩუხებს ტკბილი და მწარე წყალი“
დიდია ძალა სიტყვისა, მაგალითად, სიტყვა
„მაპატიე“არის უდიდესი საიდუმლო, როცა ჩვენ მივუტევებთ ადამიანს, ვგრძნობთ ჩვენს გულში
სიმშვიდესა და ბედნიერებას, აპატიო იმას ვინც გაწყენინა, არ არსებობს ამაზე დიდი ბედნეიერბა
დედამიწაზე. რაც უფრო უსამართლოდ და მკაცრად მოგეპყრობიან, მით უფრო წრფელად და ღრმად
უნდა შეუნდოთ, რათა უფრო მაღალი და ნათელი იყოს ჩვენი სიხარული“ ( უწმინდესი და უნეტარესი ილია II)
გავეცანით და გავიზიარეთ შეგონებანი:
„ ნუ იტყვით
ურთიერთის ძვირს“
„სჯობს არ აღუთქვა,
ვიდრე აღთქმული არ შეასრულო“
„ ნუ გისწრებს
ენა და გული შენი, ნუ გიჩქარის სიტყვის წამოთქმას ღვთის წინაშე“
„ ნუ ათქმევინებ
შენს ბაგეებს ისეთ სიტყვას, რომ ცოდვაში ჩაიგდო თავი“
„დავის დასაწყისი
გაშვებული წყალია, ვიდრე არ აფეთქებულა, შეწყვიტე ცილობა“
,, იყავით სიტყვის
აღმსრულებელნი და არა მარტო სიტყვის მსმენელნი, რომელნიც იტყუებენ თავიანთ თავს“
„ ყველასთან
ნუ დაიწყებ საუბარს, სჯობს სულ არ ელაპარაკო უგუნურ ადამიანს“
„ უაზროდ, განუსჯელად
მოლაპარაკე ადამიანს, არა აქვს გონიერება, რადგან ისე წარმოთქვამს სიტყვებს, რომ არაფერს
არ ფიქრობს მათ გამო“
„ ვინ არ სცოდავს
სიტყვით, იგი სრულქმნილი კაცია“
„ განსაკუთრებით
მოერიდე საკამათო და პატივმოყვარულ სიტყვებს, ნუ გამოიჩენ უკრძალველობასა და თავდაჭერილობას
მაშინაც კი, როცა ნაკებ მნიშვნელოვანზე ლაპარაკობ რომ არ მიეჩვიო ამას და უმთავრესზეც
ასე არ ილაპარაკო“
„ ნურავითრი
უგვანო სიტყვა ნუ დასცდება თქვენს ბაგეს, არამედ მხოლოდ კეთილი, რწმენის მიერ შესაგონებლად
რათა მადლი მიაგოთ მსმენელთ“
„ენა მცირე
ასოა და დიდად კი მძლავრობს. აჰა, პატარა ალი რამხელა ტყესა ჰბუგავს“
„ ისწრაფვეთ
დამჭირვა ენისა თქვენის, არცა ბოროტსა იტყოდეთ მოყვასისათვის, და რათა არავინ დააბრკოლოთ
ნუცა სიტყვით, ნუცა სახით და ნუცა ხართ თქვენ უთმინო“
„ კაცის ბაგის
სიტყვები ღრმა წყალია, სიბრზხნის სათავე კი- მოჩუხჩუხე ნაკადული“
„ ოდეს გესმის
რაიმე სიტყვა ძმისაგან, ნუ მიუგებთ ფიცხელ სიტყვას, ნუ დატოვებთ გულნაკლულად“
„ როცა ძმათა
შორის დაჯდები, მრავალს ნუ ისიტყვებ და თუ რაიმე გინდა ჰკითხო მათ, მოკლედ და თავმდაბლად
ჰკითხე“
გავაკეთეთ დასკვნა:
პასუხისმგებლობა ქცევასთან ერთად, სიტყვასაც
სჭირდება.
ინტერვენცია XV
„ მე ვწერ წერილს....“
მოსწავლეებს მიეწოდათ ინსტრუქცია: ჩვენი შეხვედრები
დასასრულს მიუახლოვდა. დგება ჟამი, რომ დავიფიქრდეთ რას მივაღწიეთ საკუთარ თავზე დაკვირდებით,
პასუხისმგებლობის ააღებასთან მიმართებაში.
გთხოვთ, თქვენი აზრები გაანდოთ წერილებს.
წერილი შეგიძლიათ მისწროთ, მასწავლებელს/მშობელს/ თანაკლასელს/საკუთარ
თავს.
თუ სურვილი გექნებათ მოვაწყოთ წერილების გამოფენა.
წერილების გამოფენაშ მონაწილეობაზე, თავდაპირველად სამმა
თავი შიეკავა , მაგრამ ბოლოს ისინიც შემოგვიერთდნენ.
იყო: სიცილი, ცრემლებიც, ფიქრიც, მომავლის ხედვაც.
ერთი მოსწავლის მასწავლებლისადმი მიწერილ წერილში მხოლოდ
ერთ ფრაზა ეწერა: „მასწავლებელო შეამჩნიეთ როგრო გავკეთილშობილდით?“
ეს ფრაზა სასიამოვნო შეფასება იყო ჩემთვის.
10. ინტერვენციების შემდგომი შეფასება
ინტერვენციები
იყო მრავალფეროვანი, ჩავატარე ერთხელ ან საჭიროების შემთხვევაში რამდენჯერმე.
ინტერვენციები
დავყავი ორ ეტაპად პირველმა მოიცვა 5 ინტერვენცია , მეორემ კი 10. პირველი ეტაპის შეფასების
შესაბამისად შევიტანე გეგმაში ცვლილებები.
ინტერვენციების
შედეგებს დამთავრებისთანავე განვიხილავდი.
იყო შემთხვევა, რომ ინტერვენციის პროცდურასა
და შინაარსში, მსვლელობის პერიოდში იქნენა ცვლილება შეტანილი. (IX ინტერვენცია)
ინტერვენციები
ჩატარდა გავეთილების შემდგომ და მსვლელობის
პერიოდში. ინტერვენციების შეინაარსი
და ფორმა მოსწავლეების მიერ მხარდაჭერილი აღმოჩნდა. რისი დამადასტურებელიც არის, თავისი
სურვილით დასწრება და მათივე წინადადებით შეხვედრებს დაერქვა ჯერ ,,ხუთშაბათის შეხვედრები“, შემდეგ „ როცა საკუთარ თავს ვაკვირდები“.
ინტერვენციების ჩატარებას ხელი შეუწყო კეთილგანწყობილი
გარემოს შექმნა. ყველას აზრს ყურადღებით ვუსმენდით, ვმსჯელობდით, ვფიქრობდით, ვაანალიზებდით
და ვადასტურებდით.
ინტერვენციებმა
დაგვაფიქრა ისეთ საკითხებზე, რომელიც აქამდე არ იყო ჩვენი საქმიანობის შემადგენელი
ნაწილი. შესამჩნევი გახდა მოსწავლკეთა ქცევებში ვცლილებები. საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობა
გაძლიერდა. აკონტროლებენ თავიანთ ქცევას. ხშირად ისმის სიტყვები „ მაპატიე“ , „დაფიქრდი
ძმაო და ისე ისაუბრე“ და სხვა.
სწავლის ხარისხი მნიუშვნელოვნად გაუმჯობესდა, ინტერვენციების დასრულების შედეგები გამოვლინდა
შემდეგში: შეიქმნა ურთიერთ პარივისცემის გარემო საგაკვეთილო პრიცესში, ინტერვენციები
შეფასდა საგნის მასწავლებლებსა და კლასის ხელმძღვანელის მიერ. ინტერვენციების შედეგების
შეფასების საფუძველზე ჩამოვაყალიბეთ დასკვნები და რეკომენდაციები.
11. დასკვნები
და რეკომენდაციები
* საკუთარ
ქცევაზე პასუხისმგებლობის გაძლიერებისათვის საქმიანობის დაწყებამდე სასარგებლოა მოსწავლეებმა გააცნობიერონ
ცნებები ,,პასუხისმგებლობა“ და ,,პასუხისმგებლობა
საკუთარ ქცევაზე“ არსი.
(შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერვენცია I და II).
* პიროვნებათშორისი
კომფორტულობის მიღწევისათვის მოსწავლეებს შევთავაზეთ სავარჯიშოები, რომლის შინაარსი
მოიცავს ქცევის შეფასებას, (მოწონება სხვისგან, სიამოვნება/უსიამოვნების მინიჭება სხვისთვის) დაფიქრებას იმაზე, თუ როგორ ვხედავ საკუთარ თავს
და როგორ მხედავენ სხვები“ . ( შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერვენცია III და გარდა
ამისა სასარგებლო იქნება მეთოდი ბიოგრაფია, ავტობიოგრაფია).
* მოსწავლეს მივაწოდოთ სავარჯიშოები, რომლითაც შეძლებენ
თვითშეფასებას თავისი ძლიერი და სუსტი მხარის დანახვას, პროგრესის დაგეგმვას. ( შეგიძლიათ
გამოიყენოთ ინტერვენცია IV-VI).
* ეფექტურია ისეთი მეთოდების გამოყენება (მაგ:
,, ჩკლისტის“; „რა ვთქვი , რა ვიფიქრე“...) რომლითაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაუკვირდნენ
თავიანთ ქცევას, განჭვრიტონ ქცევის შესაძლო- შედეგები. რაც საშუალებას მისცემს თავიდან
აიცილონ ან თავი აარიდონ არასასურველ ქცევებს . (შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ინტერვენცია VI, IX,
X).
* შდეგიანი
აღმოჩნდა ისეთ საკითხებზე დაფიქრება, როგორიცაა ,,მოსმენა“. (ინტერვენცია XI)
* მოტივაციისა
და ინტერესების გაძლიერება გამოიწვია სავარჯიშოების შესრულებამ არჩევნით, სხავდასხვა
ქცევის განხილვა დასამახსოვრებელიც იყო და მისი განხორციელებისას რეალურად შესრულების
ხარისხიც ამაღლდა, შეძლეს ალტერნატიული ქცევის შეფასება და ეფექტური ქცევის მართვა.
(ინტერვენცია XII)
* საკუთარ ქცევაზე
პასუხისმგებლობის აღება მოსწავლეებს, მშობლებთან
უერთერთობაშიც სჭირდება ეს საკითხი არ იყო ჩვენი კვლევის მიზანი, მაგრამ ინტერვენციაში
ჩართვა სასარგებლო აღმოჩნდა. (ინტერვენცია XIII)
* პასუხისმგებლობა
ქცევასთან ერთად სიტყვასაც სჭირდება. ამ პრობლემასთან მიმართრებაში, სადამრიგებლო საათის
ჩატარება კლასის დამრიგებელთან ერთად, დასამახსოვრებელი და დამაფიქრებელი გამოდგა ,,შეიწყნარეთ ნერგი სიტყვისა“.( ინტერვენცია XIV)
* ჩატარებული
კვლევის შედეგებში შემაჯამებელი აღმოჩნდა „ მე ვწერ წერილს“ ..... წერილი: მასწავლებელს,
მშობელს, თანატოლს, ვიღაცას... ასეთმა ფორმამ გულახდილობას, საკუთარი ძლიერი და სუსტი
მხარის ხედვას, პროგრესის დაგეგმვას შეუწყო ხელი და ერთგვარი ორიენტირი გახდა სამომავლო
საქმიანობისათვის.
* კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ სკოლის მასწავლებლის ფუნქციებში,
სასარგებლოა ჩაერთოს მოისწავლის საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის გაძლიერებაზე ზრუნვა.
ასევე ვიზიარებთ მოსაზრებას ,რომ კლასის მართვას კომპონენტებიც ( როგორც ამბობენ; არის
წესები და პროცედურები, დისციპლინის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებები, მასწავლებლის
ურთიერთობა მოსწავლეებთან, მენტალური მზაობა)
ჩართოს საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღზრდა.
* საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის გაძიერებისათვის
აუცილებელია ისეთ სოციალური უნარების განვითარება, როგორიცაა: თვითრეგულაცია, საკუთარი
თავის შეცნობა, სხვისი ქცევის გაგება, ურთიერთ თანამშრომლობა, სიმტკიცე და დამაჯერებლობა,
მომავლის პოზიტიური ხედვა, საკუთარი თავის ზრდის რწმენა.
* ქცევის გაუმჯობესებაზე
ზრუნვის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იცნობს მასწავლებელი ბავშვის ფსიქოლოგიურ
განწყობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას. სახელმძღვანელოდ უნდა მივიჩნიოთ, რომ ყველა
ადამიანს აქვს სურვილი მიაღწიოს წამატებას,
ამ მიმართებით, მოსწავლეს მასწავლებელი უნდა დაეხმაროს.
* საკუთარ
ქცევაზე პასუხისმგებლობის ზრუნვისათვის, შედეგის მომცემი აღმოჩნდა მასწავლებლის მხრიდან
მოთმინება. მთავარი მიდგომაა, რომ,, სიყვარულით გავასწოროთ ერთმანეთის შეცდომა-
„შეცოდებანი“. ამ მიდგომამ მომაპოვებინა
მოსწავლეთა ნდობა და მხარდაჭერა.
* ერთ-ერთი დამაბრკოლებელი აღმოჩნდა დროის შერჩევა,
გაკვეთლებსი შემდეგ შეხვედრები. მიუხედავად იმისა, რომ სუსრვილით იყო დასწრება და არც
ერთი მოსწავლე არ აკლდებოდა, კოლოგების მხრიდან კამათის საგანი გახდა, ნაწილობრივ გავითვალისწინე
მათ რჩევები და ინტერვენციები საგაკვეთლო პროცესში ჩავრთე, გამოვიყენე სადამრიგებლო
სააათი კლასის დამრიგებელთან ერთად.
* სასარგებლო დარჩა ჩემთვის რჩევა, თუ მასწავლებელს სურს ჩასწვდეს პასუხისმგებლობის გრძნობის აღზრდის
სფეროს, ყურადღება გაამახვილოს შემდეგ კომპონენტებზე: მოსწავლეებთან ახლო ურთიერთობა
იმაზე მეტი, რაც სასწავლო პროცესის წამართვისთვისაა
საჭირო. ამ მიდგომით კვლევის დაგეგმვა და განხორციელება.
დავუახლოვდი მოსწავლეებს (დავმეგობრდით) ყველანაირად მიწყობენ ხელს, როგროც მე აღვნიშნავდი
„მეხმარებოდნენ“ გაკვეთილის ჩატარებაში. გაკვეთლზე ქცევით გამოწვეული დარღვევები დავიწყებას მიეცა.
* მოსწავლეთა
ნდობის მოპოვებისათვის შედეგიანია გათვალისწინება იმისა, რომ გაუგო მოსწავლეს და ქცევით
გამოწვეული პრობლემა დაინახო მისი პოზიციიდან- რა განაპიროიბებს ამგვარ ქცევას? ამასთან
რაიმე კარგი უნარის შეძენის და გამოვლენის აღნიშვნა წახალისებით.
12. კვლევის
შედეგების პრეზენტაცია
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: დირექცია,
კოლეგები, კლასის დამრიგებელი.
პრეზენტაცია ჩატარდა მათემატიკის საგნობრივი კაედრის ღია სხდომაზე.
პრეზენტაციაზე წარვადგინე კვლევის ყველა მასალა--ანგარიში,
კვლევის დღიური, კითხვარებები, გამოხმაურებები.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, პასუხი გაეცა
ყველა კითხვას.
გამოჩნდნენ გაზიარების მსურველები. აღინიშნა,
რომ რეკომენდაციები კონკრეტულია, რაც
გაუადვილებს გამოყენებას. შევთავაზე მათთვის
მოსახერხებელ დროს კონსულტირებას.
13. შედეგების
გაზიარება
კვლევის
შედეგების გაიზიარეს:საგნის მასწავლებლებმა, კლასის დამრიგებელმა.
გული ბოლქვაძემ -ქართული ლიტერატურის მასწავლებელი, დაგეგმა აქტივობები პასუხისმგებლობის
გაზრდის მიზნით, გამოიყენებს ინტერვენციები
VII, IX და XI. დაწერინა ესე პასუხისმგებლობა. ფიქრობს, რომ მოსწავლეებთან მეგობრულად მიდგომა,
მეტი მოთმინება, სიყვარულით მიცემული
შენიშვნა, უფრო დამჯერები გახადნენ.
ზვიად დიასამიძე
-
ისტორიის მასწავლებელი
-
მოსწავლეებთან მეგობრული
დამოკიდებულებით, უფრო ახლოს გაცნობით. მოსწავლეებიდან უფრო მეტი სითბო და პოზიტივი
წამოვიდა. მათ სჯერათ ჩემი.
ინეზა შავაძე - ბიოლოგიის მასწავლებელი, მთავარი მიდგომა
სიყვარულით გაუსწოროთ ერთმანეთს შეცდომები,
გამომადგა გაკვეთილის უკეთ წარმართვაში.
თამაზ დეკანაზე - რუსულის მასწავლებელი - თვითრეგულაცია, საკუთარი თავის შეცნობა, სხვისი ქცევის
გაგება, ურთიერთ თანამშრომლობა, სიმტკიცე და დამაჯერებლობა, მომავლის პოზიტიური ხედვა,
საკუთარი თავის ზრდის რწმენა. ეს ჩემთვის გასაზიარებელია.
ოთარი თავართქილაძე-დამრიგებელი-პასუხისმგებლობა ქცევასთან
ერთად, სიტყვასაც სჭირდება. ამ პრობლემასთან მიმართრებაში სადამრიგებლო საათის ჩატარება
დასამახსოვრებელი და დამაფიქრებელი გამოდგა ( ინტერვენცია XIV) ამას გავიზიარებ.
14. გამოყენებული
ლიტერატურა
1.განვითარებისა და სწავლების თეორიები I---II---III ნაწილი, 2011წ
2.რომან აბაშიძე
,,განვითარებისა და სწავლების ფსიქოლოგიური
თეორიების პრაქტიკაში გამოყენების ასპექტები’’.
3.დიმიტრი უზნაზე შრომები.
თბილისი 1967წ
4.რობერტ ჯ მარზანო, ,,კლასის მართვა“ 2003წ.
5. ზენოვსკი-პედაგოგიკა-პარიზი 1995წ.
6.სელესტენ
ფრენე ,,პედაგოგიური ინვარიანტები“ 1996წ
7 კვალიფიკაციათა
ეროვნული ჩარჩო 2012, 2015წ.
15. რეფლექსია
შ.პ.ს.
ხულოს აბუსერისძე ტბელის სახელობის სკოლია
X კლასში, ჩავატარე საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.
ჩემი საკვლევი თემა იყო: ,,მოსწავლეთა მიერ საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის
გაძლიერების გზებისა და საშუალებების განსაზღვრა“. კვლევა განხორციელდა 2018-2019 სასწავლო წელს.,
გრძელდებოდა რვა თვე. ამ ხნის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა ვაკვირდებოდი მოსწავლეების
ქცევას, ვაწარმოებდი დაკვირვების დღიურს, ანკეტურ გამოკითხვას, ანალიზი , ინტერვიუ,
სტრუქტურირებული ინტერვიუ. ვახდენდი თვითშეფასაც.გამოკითხვის მეთოდებით გამოვკვეთე
პრობლემა, დავგეგმე ინტერვენციები (1-5) გავაკეთე პირველ ეტაპზე
ჩატარებული ინტერვენციების ანალიზი. დაიგეგმა ინტერვენცია
(6- 15) ამ ინტერვენციების გაანალიზების შედეგად, დაიდო შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები.
საკვლევი
პრობლემა გამომდინარეობს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებიდან.
ვფიქრობ კვლევა სარგებელოა ჩემთვის, კოლეგებისთვის
და მოსწავლეებისათვის. საკვლევი კითხვები ნათლად
ჩამოყალიბდა და ვფიქრობ, მათზე გაცემული პასუხები
უზრუნველყოფს კვლევის მიზნის მიღწევას.
გავეცანი საკითხის ირგვლივ არსებულ ლიტერატურას
- კვლევის პრბლემასთან
მიმართებაში, რომელიც არის ადეკვატური, თანამედროვე და ავტორიტეტული. მითითებულია გამოყენებული
ლიტერატურაის ბიბლიოგრაფიის დამოწმების წესები
სრული დაცვით.
კვლევის ანგარიშში ლოგიკურად და თანმიმდევრულად არის აღწერილი
კვლევისთვის შერჩეული მონაცემების შეგროვების
მეთოდები და შეგროვების პროცესი, კვლევის მეთოდები ვფიქრობ ადეკვატურია და მორგებულია საჭიროებებზე.
ვცდილობდი კვლევის ანგარიშში ნათლად და თანმიმდევრულად
წარმომედგინა მონაცემთა ანალიზი და ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით გამომეტანა შესაბამისი დასკვნები.
დავგეგმე
და განვახორციელე მრავალფეროვამი ინტერვენციები, რომლებიც სრულად ეყრდნობოდნენ მონაცემთა
ანალიზის შედეგებს. შევაფასე ინტერვენციების ეფექტიანობა და შედეგების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე საფუძვლიანად დასაბუთებული რეკომენდაციები.
ვფიქრობ
შევძელი, კვლევის ანგარიშის ყველა ნაწილს ჰქონოდა
ამომწურავი, დამაჯერებელი და თანმიმდევრული არგუმენტაცია და დასკვნები, რომლებიც დავაკავშირე
ძირითად საკვლევ საკითხთთან.
კვლევის შედეგები თვალსაჩინოდ წაროვადგინე ტექსტების, დიაგრამებისა და ცხრილების
სახით, მათ შორის თანაფარდობა დაცულია, კომპიუტერული პროგრამების საშუალებითაა დამუშავებული.
კვლევის პრეზენტაციის შემგდეგ,
მოხდა კვლევის შედეგების გაზიარება
კოლეგების მიერ.
გული ბოლქვაძემ
- ქართული
ლიტერატურის მასწავლებელი, დავგეგმე აქტივობები
პასუხისმგებლობის გაზრდის მიზნით, გამოვიყენე
ინტერვენციები VII, IX და XI. დავაწერინე ესე ,,პასუხისმგებლობა“. ფიქრობს, რომ მოსწავლეებთან მეგობრულად მიდგომა,
მეტი მოთმინება, სიყვარულით მიცემული
შენიშვნა მოსწავლეებისათვის პოზიტიურია, უფრო დამჯერები
გახადნენ.
ზვიად დიასამიძე-ისტორიის
მასწავლებელი-მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულებით, უფრო ახლო გაცნობით--მოსწავლეებიდან
უფრო მეტი სითბო და პოზიტივი წამოვიდა. მათ სჯერათ ჩემი.
ინეზა შავაძე
- ბიოლოგიის მასწავლებელი, მთავარი მიდგომა სიყვარულით გაუსწოროთ ერთმანეთს შეცდომები, გამომადგა გაკვეთილის უკეთ წარმართვაში.
თამაზ დეკანაზე-რუსულის
მასწავლებელი- გავიზიარე და ნაყოფიერი აღმოჩნდა ზრუნვა--თვითრეგულაციაზე, საკუთარი თავის შეცნობა,
სხვისი ქცევის გაგება, ურთიერთ თანამშრომლობა, სიმტკიცე და დამაჯერებლობა, მომავლის
პოზიტიური ხედვა, საკუთარი თავის ზრდის რწმენა.
ოთარი თავართქილაძე-დამრიგებელი-პასუხისმგებლობა
ქცევასთან ერთად, სიტყვასაც სჭირდება. ამ პრობლემასთან მიმართრებაში სადამრიგებლო საათის
ჩატარება დასამახსოვრებელი და დამაფიქრებელი გამოდგა ( ინტერვენცია XIV) ეს გავიზიარე.
ნანა აბულაძე-ქიმიის
მასწავლებელი-მოსწავლეთა ნდობის მოპოვებისათვის
შედეგიანი იყო გათვალისწინება იმისა, რომ გაუგო
მოსწავლეს და ქცევით გამოწვეული პრობლემა დაინახო მისი პოზიციიდან- რა განაპიროიბებს
ამგვარ ქცევას? ამასთან, რაიმე კარგი უნარის შეძენის და გამოვლენის აღნიშვნა წახალისებით.
დიდ მადლობას
ვუხდი სხალთის ეპარქიის
განათლების მიმართულების ხელმძღვანელს დედა ბარბარეს, სკოლის ადმინისტრაციას, სასწავლო ნაწილის გამგეს
-ზვიად დიასამიძეს, ფასილიტატორს - როენა ქედელიძეს,
დამრიგებელს,
პედაგოგებს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა
მიიღეს კვლევის პროცესში.
გავაანალიზე
მიღებული უკუკავშირი.
ლ. კუდუხაშვილი
20.05.
2019წ.
Subscribe to:
Posts (Atom)